13 რჩევა დიასახლისებს

 

თქვენ სახლს მუდმივად ალაგებთ და ცდილობთ ყოველთვის წესრიგში იყოს. ხანდახან ამას დიდ დროს და უარეს შემთხვევაში მთელი დღესაც კი უთმობთ. არსებობს რამდენიმე მარტივი გზა იმისათვის რომ  მოკლე დროში თქვენ შეძლოთ სახლის დალაგება და შესაბამისად მეტი დრო დაგრჩეთ საკუთარი თავისთვის.

convertor.ge გთავაზობთ 13 რჩევას, რომლის საშუალებითაც სახლი მუდამ წესრიგში იქნება.

16961210-20952860--2-0-1508746775-1508746780-650-1-1508746780-650-23cd6659ff-1510257986

 

 

1. საპონი თუ თხევადი გელი

თითქოს არაფრით განსხვავებულ ამ ორ პროდუქტს შეუძლია მნიშვნელოვნად შეგიმსუბუქოთ ან პირიქით მოგიმატოთ საქმე.  მყარი საპონი შეიცავს ცხიმებს და ზეთებს, რის გამოც  ძნელი მოსაშორებელია თქვენი კაფელიდან , ის ტოვებს ლაქებს. ხელის ქაფი კი შედარებით მარტივი გასაწმენდია.

 

 

 

 

 

16960960-20923310--3-0-1508742962-1508742966-650-1-1508742966-650-85d903f4af-1510257986 (1)

 

2. დანების ჩასადები

დიასახლისებს, რა თქმა უნდა არ ავიწყდებათ ჭურჭლის გარეცხვა, თუმცა არის ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც ხშირად უგულებელვყოფთ, ეს არის საჭმლის ნარჩენები დანების ჩასადებში. მისი გაწმენდა შეგიძლიათ პატარა მტვერსასრუტით, თუ მსგავის მტვრესასრუტი არ გაქვთ გამოიყენეთ ფენი.

 

                                                       

 

16960810-prevent-rust-stains-in-shower-1508226744-650-20bd43cac2-1510257986

 

  3. ფრჩხილის ლაქი

თუ თქვენ გაქვთ მეტალის ჭიქა, საპნის ჩასადები ან სხვა ნებისმიერი ნივთი, დამეთანხმებით რომ მეტად არსასიამოვნო ფაქტია მათი დაჟანგება. ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად დაგეხმარებათ ფრჩხილის ლაქი.

 

 

 

 

4. ჟალუზები

იმისათვის, რომ ჟალუზები სწრაფად და მარტივად გაწმინდოთ გამოიყენეთ წინდა, ისე როგორც ფოტოზეა ნაჩვენები. ეს დაგეხმარებათ ხელის ერთი მოძრაობით ჯალუზის ორივე მხარე გაასუფთაოთ მტვრისგან.

5. მაცივრის თაროები

16961060-IMG_2439-1508221506-650-f9113aa334-1510257986

თუ თქვენს მაცივრის თაროებზე გამოიყენებთ სპეციალურ გადასაფარებელს ამით მუდმივად შეინარჩუნებთ სისუფთავეს. გარდა ამისა გაგიადვილდებათ მათი გაწმენდაც.

6. წებოვანი ფუნჯი

16961010-1lamp2-1508222322-650-875d8909d1-1510257986

ეს ნივთი, რომ კარგი საშუალებაა ტანსაცმლის გასაწმენდად საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, თუმცა ის შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა ნივთებისთვის მტვრის მოსაშორებლადაც, მაგალიითად: ღამის სანათი, ავეჯი, თაროები და ა.შ

7. სათამაშოები

16960910-Untitled-12-1508225944-650-0b125c57bf-1510257986

რბილი სათამაშოების გაწმენდა გაგიადვილდებათ თუ მას მოათავსებთ პოლიეთილენის ჩანთაში და დაუმატებთ ერთ ჭიქა საკვებ სოდას. შემდეგ  შეანჯღრევთ კარგად. უკეთესი შედეგის მისაღებად შეგიძლიათ მოათავსოთ  მაცივარში 40 წუთი.  საჭმელი სოდა და ტემპერატურა უზრუნველყოფს სათამაშოს მტვრისგან და ჭუჭყისგან გათავისუფლებას. ჩანთიდან ამოღების შემდეგ შეგიძლიათ გაწმინდოთ მტვერსასრუტით.

8. რთული ადგილების დასუფთავება

16960860-635629799272636297-1508226264-650-1af2615408-1510257986

ხშირია შემთხვევა , როცა  მტვერი ისეთ პატარა და ვიწრო ადგილას ჩნდება ძნელი ხდება მისი გაწმენდა მტვერსასრუტით ან ნაჭრით. ხელსახოცის როლით კი თქვენ შეგიძლიათ პატარა მტვერსასრუტი გააკეთოთ რომელიც ნებისმიერი ადგილიდან გააქრობს მტვერს.

                                                            9.კონდიციონერი

16960760-Depositphotos_39304539_xl-2015-1507898727-650-f03471ecb2-1510257986

სანამ დაიწყებთ თქვენი სახლის დასუფთავებას ჩართეთ კონდიციონერი. ის თავიდან აგაცილებთ მტვრის ნაწილაკების მიმოფანტვას და უსიამოვნო გარემოს სახლში.

10. მაგიდაზე დასადგამი

შაქარი, ყავა, ჩაი და სხვა გრანულებიანი პროდუქტი, რომლებსაც  ხშირად, დღეში რამდენჯერმეც იყენებთ, სასურველია მოათავსოთ მათთვის განკუთვნილ თაროზე ერთად, სპეციალურ კალათაში ან მსგავს დასადებზე. თუ რომელიმე მათგანი დაგეყრებათ არ მოგიწევთ მაგიდის შემდეგ კი იატაკის გაწმენდა, კალათს ან თაროს კი მარტივად გაასუფთავებთ.

11.  პლასტმასის ბოთლი და წებოვანი ლენტი

16960710-FH030711_001_TOUCLE_09-1508236736-650-77919886e7-1510257986

გაწმინდეთ ბალიშები და ავეჯი სწრაფად პლასტმასის ბოთლისა და ორმაგი წებოვანი ლენტის გამოყენებით, ისე როგორც ფოტოზეა ნაჩვენები. მისი დახმარებით თმის, მტვრისა და ჭუჭყისგან სწრაფად და მარტივად გაიწმინდება თქვენი ავეჯი და ძველი მომხიბვლელობაც დაუბრუნდება.

12. შინაური ცხოველები

16960660-cat-2170495_1920-1507899782-650-23cd6659ff-1510257986

როდესაც თქვენი შინაური ცხოველი ჭამს, ის ხშირად ამოძრავებს საჭმლის თასს და ამით იატაკი ბინძურდება. გამოიყენეთ ორმაგი წებოვანი ლენტი თასის იატაკზე დასამაგრებლად, ამით შეინარჩუნებთ სისუფთავეს.

13. გრეიფრუტი მარილით

16960560-24403310-2-0-1509613205-1509614457-1410-1-1509614457-650-04f9ebaa03-1510257986

გრეიფრუტი შეიძლება გახდეს საუკეთესო საწმენდი საშუალება თქვენი რადიატორის, კაფელის ან მსგავის ნივთებისთვის თუ მას მოაყრით ბევრ მარილს.

 

თუ ამ მარტივ რჩევებს გაითვალისწინებთ, მალე შეამჩნევთ, რომ ადრინდელთან შედარებით ნაკლები დრო და ენერგია გეხარჯებათ სახლის მოწესრიგებაში.

 

წყარო

 

 

 

 

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s