შეარჩიე ფერები სწორად და შეიქმენი სახლში კომფორტი

ყველასთვის ცნობილია, რომ ოთახის ფერები  ჩვენს ინდივიდუალურობას უსვამს ხაზს. მიუხედავად ამისა, იშვიათად  გვიფიქრია,  რა გავლენას ახდენს ჩვენი სახლის კედლების ფერი ჩვენს განწყობასა და ფიქრებზე.

ფერების არჩევისას ნუ იფიქრებთ მოდურ ტენდენციებზე. ფერის ტრენდი წარმავალია, მთავარია, შექმნათ ფერთა სასიამოვნო კომბინაცია, რომლის დანახვა დადებით ემოციებს გამოიწვევს თქვენში.  მისი შექმნა ერთ-ერთი საპასუხისმგებლო ნაბიჯია რემონტის დასაწყისისათვის.  ფერებს შეუძლიათ შეცვალონ, როგორც ავეჯის, ასევე ოთახის ფორმა და ზომა. ფერების არჩევა არ წარმოადგენს რთულ საქმეს, თუ თქვენ გექნებათ საბაზისო ცოდნა მათზე და მათ გავლენაზე.

1

 

ოთახის ფერები და მათი ეფექტი

გაითვალისწინეთ, რომ თითოეულ ფერს აქვს ფსიქოლოგიური ღირებულება. იფიქრეთ იმაზე, რომელი ფერები გიქმნით კარგ განწყობას. მათ აქვთ მოქმედების სამი ძირითადი გზა: აქტიური, პასიური, ნეიტრალური. ოთახი უნდა შეღებოთ იმის მიხედვით როგორი ზემოქმედებაც გინდათ რომ იქონიოს მან თქვენზე.  ღია ფერები  უფრო  ჰაეროვანია, ისინი ოთახს ვიზუალურად ადიდებს და შედარებით ნათელს ხდის. მუქი ფერები უფრო დახვეწილი და თბილია. ისინი დიდ ოთახს სიმყუდროვეს და ინტიმურობას მატებს.

წარმოგიდგენთ რამდენიმე ფერს და მათ ზეგავლენას თქვენს განწყობაზე

წიტელი

 

წითელი  – ეს ფერი არის ენერგიულობის სიმბოლო. კარგი არჩევანია თუ გსურთ ოთახში შესვლისას მუდამ აღფრთოვანებული იყოთ. წითელი ფერი ძალიან უხდება მისაღებსა და სასადილო ოთახს. ის აახლოებს ადამიანებს და უბიძგებს საუბრისკენ.

 

ლურჯი

ლურჯი – მბობენ რომ ეს ფერი სუნთქვისა და გულის ცემის დასტაბილურებას უწყობს ხელს, ამიტომაც ითვლება, რომ ის რელაქსაციის და დამამშვიდებელ ფუნქციას ითავსებს.  რეკომენდირებულია საძინებელი და სააბაზანო ოთახისთვის.

პასტელი ლურჯი, რომელიც საკმაოდ კარგად გამოიყურება კედლებზე, შეიძლება საუკეთესო გადაწყვეტილება იყოს ოთახისთვის, რომელიც ბუნებრივ სინათლეს იღებს. თუ მთავარ ფერად  ღია ლურჯი აირჩიეთ, მაშინ ის უნდა დაბალანსდეს თბილი ფერის ავეჯით.

მწვანე

მწვანე ფერი საუკეთესოა თვალების დასვენებისათვის.  ეს ფერი უხდება სახლის ნებისმიერ ოთახს. მაგალითად მისაღებ ოთახში მწვანე ფერის გამოყენება ხელს უწყობს ოჯახის წევრების კომფორტსა და ერთობას. ითვლება, რომ მწვანე ფერი ადამიანებს ეხმარება სტრესის მოხსნაში.

იასამნისფერი

 

 

იასამნისფერი – ეს ფერი გამოირჩევა დახვეწილობით.  ის ასოცირდება ფუფუნებასა და კრეატიულობასთან.  გრილ ისამნისფერს აქვს დამამშვიდებელი ეფექტიც, განსაკუთრებით საძინებელში.

სტაფილოსფერი

 

 

ნარინჯისფერი არის ენერგიულობის სიმბოლო, იწვევს აღფრთოვანებასა და ენთუზიაზმს. მიუხედევადა იმისა, რომ არ არის კარგი იდეა მისაღებისა და საძინებლისთვის, შესანიშნავი გადაწყვეტილებაა სავარჯიშო ოთახისთვის.  ამ ფერს  შეუძლია გაგათავისუფლოთ ემოციებისგან,  რაც დაგეხმარებათ, კონცენტრირება მოახდინოთ ვარჯიშზე.

 

ნატურალური

 

ნატურალური ფერები (შავი, ნაცრისფერი, თეთრი, ყავისფერი)  სახლის დეკორატიული გაფორმების ძირითადი ნაწილია. თუ თქვენ, ფერთა სიმრავლის გამო, არ იცით რომელი მათგანი ამოარჩიოთ, ნატურალური ფერები საუკეთესო გამოსავალია. ისინი უხდება თითქმის ყველა ოთახსა და ავეჯს.  ცალკე აღნიშვნის ღირსია შავი ფერი. მისი გამოყენება  მცირე დოზით საუკეთესო არჩევანია. შავი ფერით შეიძლება აქცენტი გავაკეთოთ კონკრეტულ ადგილზე, კუთხეზე ან თუნდაც ავეჯზე.  ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს რომ ყველა ოთახს სჭირდება შავი ფერი, ასე რომ ნუ შეგეშინდებათ ექსპერიმენტების.

 

გახსოვდეთ, სახლის თითოელი დეტალი და განსაკუთრებით მისი ფერები  ჩვენს ხასიათს განსაზღვრავს, ამიტომ აირჩიეთ გონივრულად და იცხოვრეთ ჰარმონიულად.

 

წყარო

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s