როგორ დავუბრუნოთ ძველ ნივთებს ახალი იერსახე

გიგრძვნიათ ოდესმე იმედგაცრუება იმის გამო რომ თქვენი საყვარელი ნივთები ისე აღარ გამოიყურება როგორც ადრე? ნუ ინერვიულებთ, ამის გამოსწორება შესაძლებელია.

კონვერტორი გთავაზობთ რამდენიმე ხერხს, რომლის წყალობითაც თქვენს ძველ ნივთებს ახალ სიცოცხლეს შესძენთ.

საჭრელი დაფა

დაფა.jpg

გაწმინდეთ თქვენი საჭრელი დაფა ლიმნის წვენისა და მარილის ხსნარით. ამით მოაშორებთ მას ლაქებს.

 სპილენძის ქვაბები

ქვაბი.jpg

ითვლება, რომ სპილენძის ქვაბები სამზარეულოს საუკეთესო ატრიბუტია. მათთვის პირვანდელი სახის დაბრუნება ძალიან მარტივია. მოაყარეთ მარილი, ზედაპირზე დაასხით ძმარი და გაწმინდეთ შედარებით მაგარი ღრუბლით.

 ხალიჩა

ხალცა.jpg

მსგავსი პრობლემის არსებობის შემთხვევაში ძმარი და წყალი უნდა აურიოთ ერთმანეთში შეფარდებით 1:2. მიღებული ხსნარი შეასხურეთ ლაქას და დააფარეთ ნესტიანი ქსოვილი. ჩართეთ უთო, დააყენეთ ის ორთქლის რეჟიმზე და გეჭიროთ ქსოვილის ზემოდან 30 წუთის განმავლობაში.

 ფილები

ფილები.jpg

გაშავებული ადგილები, ფილებს შორის, შეგიძლიათ გაწმინდოთ მათეთრებლისა და წყლის დახმარებით. შეურიეთ ისინი ერთმანეთს თანაფარდობით 1:1. პროცედურის შემდეგ არ დაგავიწყდეთ ოთახის განიავება.

თეთრი კედები

კედები.jpg

თქვენი ძველი კედებისთვის სითეთრის და ახალი იერსახის მინიჭება არც ისე ძნელია. ერთმანეთში აურიეთ ერთი ჩაის კოვზი ჭურჭლის სარეცხი სითხე, სამი სუფრის კოვზი წყალბადის ზეჟანგი და ორი სუფრის კოვზი საჭმელი სოდა. მიღებული ხსნარი წაუსვით თქვენს კედებს და ისინი ძველებურ იერსახეს დაიბრუნებენ.

ტყავის ავეჯი

ტყავი

ტყავის ავეჯზე ნაკაწრების მოშორება შეგიძლიათ ზეითუნის ან ბავშვის ზეთის გამოყენებით. ზეთის გაშრობას დაელოდეთ დაახლოებით ერთი საათი.  თუ ნაკაწრებს ისევ შეამჩნევთ, გაიმეორეთ პროცედურა.

 პირსახოცები

პირსახოცი.jpg

 თუ გინდათ, რომ თქვენი პირსახოცები მუდამ ახალივით გამოიყურებოდნენ, გაავლეთ ისინი მარილიან წყალში, გარეცხვის შემდეგ.

კბილის ჯაგრისი

ჰ.jpg
თუ თქვენი ძველი კბილის ჯაგრისის განახლების გზას ეძებთ, ეს იმაზე მარტივია ვიდრე წარმოიდგენდით. ადუღებული წყლის დასხმა საკმარისია იმისათვის, რომ ის ახალივით გამოიყურებოდეს.
Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s