არ გეგონოთ რომ იდეალური საძიენებლები აუცილებლად დიდი ზომის უნდა იყოს. პატარა სივრცითაც შესაძლებელია შექმნათ თქვენთვის კომფორტული და მომხიბლავი გარემო. მთავარია კუთხეების მაქსიმალურად ათვისება და ფანჯრის კედლის სწორად გამოყენება.
წარმოგიდგენთ ინტერიერის რამდენიმე დიზაინს პატარა საძინებლებისთვის:
ჩაშენებული კარადები იდეალური ავეჯია, ის არ ამცირებს ფართს და ამავდროულად ბევრი ნივთის შენახვის საშუალებას გაძლევთ.
არ დაკარგოთ კედლის სივრცე, რომელზეც საწოლია მიდგმული. შეგიძლიათ მოაწყოთ თარო, რომელიც მრავალფეროვანს და ამავდროულად ფუნქციურს გახდის ოთახის კედელს.
პატარა ოთახის დიზაინისთვის კარგი გადაწყვეტილებაა სივრცის გაყოფა ფარდის ან დეკორატიული ტიხრის საშუალებით.
ფარდების გამოყენება შეგიძლიათ სათავსოებთანაც
პატარა ოთახის ინტერიერს მრავალფეროვნება და ორიგინალურობა შეგიძლიათ შესძინოთ არაორდინალური ფორმის და ზომის საწოლებითაც
ასევე გთავაზობთ რამდენიმე იდეას პატარა ოთახის ინტერიერისათვის