14 შეცდომა მისაღები ოთახის დიზაინში!

ხშირ შემთხვევაში, როდესაც საქმე სახლის დიზაინს ეხება, ვხელმძღვანელობთ საკუთარი გრძნობებითა და ემოციებით. შესაბამისად არის მომენტები, როდესაც შედეგი არ ამართლებს მოლოდინს.  დიზაინის ელემენტარული წესების ცოდნა დაგეხმარებათ, სწორად შეარჩიოთ განათება, ფერები და ავეჯი მისაღები ოთახისთვის. დიზაინის შექმნისას არ უნდა დაუშვათ შემდეგი შეცდომები:

1. მხოლოდ ზედა განათება.

განათება

თუ გინდათ რომ თქვენს სახლში იყოს სახლში კარგი ატმოსფერო, შექმენით განათების სისტემა  საკუთარი გემოვნებით – ჭაღების, ბრების, ფანრებისა და სხვა საშუალებების გამოყენებით.

2. არასწორი ზომის ხალიჩა.

ლიი

პატარა ზომის ხალიჩას შემოაქვს ოთახში დისბალანსი. ავეჯთან შეხამებული დიდი ზომის ხალიჩას შეუძლია დასრულებული სახე შესძინოს ოთახის ინეტრიერს.

3. ტელევიზორის არასწორი მდებარეობა

ტელევიზორიიი.jpg

შეეცადეთ ტელევიზორისთვის გამოყოთ განცალკევებული კედელი, რომელიც არ იქნება ფანჯრის მოპირდაპირე მხარეს, რადგან სინათლე ხელს შეგიშლით გამოსახულების დანახვაში. დივანსა და ტელევიზორს შორის მანძილი დამოკიდებულია ეკრანის დიაგონალზე. რაც უფრო დიდია ის, მეტი უნდა იყოს მისი დაშორება დივანთან.

 

4. ბალიშების დაუფასებლობა

ბალიშები.jpg

ბალიშები ქმნის მყუდრო და დამამშვიდებელ ატმოსფეროს. მათი არჩევისას ყურადღება მიაქცეთ, რომ ნაკლებად განსხვავებული იყოს თქვენი ავეჯის ტექსტურისაგან. რბილ ავეჯს ხავერდის ბალიში უფრო შეესაბამება, ვიდრე ბამბის ან სელის. ასევე მნიშვნელოვანია ზომაც. ალბათ, არ გაგიკვიდრებათ თუ გეტყვით, რომ პატარა ავეჯისთვის სასურველია შეარჩიოთ პატარა ბალიშები.

5. დივანი კედელთან

დივ.jpg

ეს რჩევა გამოგადგებათ დიდი ოთახების შემთხვევაში. თუ თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, დივანი მოათავსეთ კედლისგან მოშორებით. ეს დაგეხმარებათ  ვიზუალურად გამოყოთ სივრცე და შეიქმნათ კომფორტი.

6. მუქი ფერის ავეჯი დაბალჭერიან ოთახში.

დაბალწერიანიი.jpg

ეს კიდევ ერთი შეცდომაა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვუშვებთ. თუ თქვენ აირჩევთ მუქ ავეჯს დაბალჭერიანი ოთახისთვის, მას ვიზუალურად უფრო დააპატარავებთ და შექმნით არასასიამოვნო ატმოსფეროს. დაბალი ჭერის შემთხვევაში შეეცადეთ კონცენტრირება ღია ფერის ავეჯზე მოახდნოთ.

7. ავეჯის არჩევა დიზაინს მიხედვით და არა საკუთარი პრორიტეტებით.

კომფორტულობა ავეჯს.jpg

მხოლოდ იმიტომ რომ ავეჯი კარგად  გამოიყურება,  არ ნიშნავს  რომ ის თქვენი სახლის დიზაინს მოუხდება. დარწმუნდით, რომ ის კომფორტულია თქვენთვის, მოთავსდით  სავარძელში ან დაჯექით მაგიდასთან, რომელიც უნდა შეიძინოთ. თუ ვერ გამოიყენებთ მათ, ავეჯი უბრალოდ დეკორატიულ ნივთებს დაემსგავსება.

8. ფოტოსურათების არასწორი განლაგება.

პოტოები სწორია

მათთვის იდეალური სიმაღლეა 153 სმ იატაკიდან. თუ თქვენ ბევრი ფოტო გაქვთ, მათი განთავსება სახლის ერთ კუთხეში შესანიშნავი გადაწყვეტილებაა.

9. დიდი ზომის ავეჯი

დდი ზომის ავეჯი.jpg

ერთერთი გავრცელებული შეცდომაა დიდი ზომის ავეჯის შერჩევა. ეს განსაკუთრებით   დივნებს ეხება – ისინი ოთახს ვიზუალურად აპატარავებენ. პატარა ოთახში ორადგილიანი დივანი და წყვილი სავარძელი საკმარისია.

10. თქვენ უგულვებელყოფთ მისაღების ფუნქციას

ფუნქციონალური მიისაღები.jpg

ერთია გქონდეთ კარგი დიზაინის ოთახი, მაგრამ სხვა საკითხია რამდენად ფუნქციონალურია ის. მნიშვნელოვანია, თითოეულ ავეჯს ქონდეს თქვენთვის საჭირო დანიშნულება. არ შეარჩიოთ ავეჯი მხოლოდ  დეკორაციის ფუნქციით. ეს სიმყუდროვესა და კომფორტულობას დაუკარგავს თქვენს სახლს.

           11. მცენარეები პატარა ქოთნებში

ყვავილი.jpg

მცენარეები ესთეტიურად მიმზიდველია, თუმცა უნდა იყოს რაც შეიძლება ცოტა. თავი აარიდეთ ბევრი მცენარის პატარ-პატარა ქოთნებით განთავსებას მისაღებ ოთახში. აქ უმჯობესია, მცირე რაოდენობის დიდი ზომის მცენარეები განათავსოთ.

12. ავეჯის ძველმოდური გადასაკრავები

ზველი გადასაფარებელებ

ავეჯის გადასაკრავების  შეცვლით, თქვენ შეგიძლიათ სახლს განახლებული იერი შესძინოთ.  თუ მათ სეზონების მიხედვითაც შეცვლით, თქვენს მისაღებ ოთახს წელწადის სხვადასხვა დროს განსხვავებული ინტერიერი ექნება.

13. ინტერიერი მხოლოდ ერთ სტილში

სხავდასხვა სტილის ავეჯი.jpg

თუ თქვენ განსაკუთრებულად მოგწონთ ერთი სტილი, ეცადეთ შეუხამოთ სტილის ავეჯიც. ეს დაგეხმარებათ მისაღები ოთახი იყოს უფრო მეტად მხიარული და ორიგინალური.

14. ფართის ვიზუალურად შემცირება

ფარდები.jpg

ისეთ უმნიშვნელო დეტალს, როგორიც ფარდების არასწორი ჩამოკიდებაა, შეუძლია მისაღები ოთახის ფართი ვიზუალურად დააპატარაოს. თუ გინდათ, რომ ოთახი დიდი და ნათელი იყოს, ფარდები ჩამოკიდეთ ისე, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები.

წყარო

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s